მთავარიევროპავატიკანიკონკლავზე ახალი პაპი ჯერ ვერ აირჩიეს

კონკლავზე ახალი პაპი ჯერ ვერ აირჩიეს

ვატიკანში სიქსტის კაპელის პატარა საკვამურიდან ამოსულმა შავმა კვამლმა მსოფლიოს აცნობა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ ახალი პაპის არჩევასთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწია. 133 კარდინალმა, რომლებიც ისტორიაში ყველაზე მრავალფეროვან კონკლავში მონაწილეობენ, შედეგს ვერ მიაღწია. პროცესი ხუთშაბათს დილას გაგრძელდება.

კონკლავი ოთხშაბათს საღამოს, 7 მაისს, დაიწყო — რიტუალით, რომელიც უძველესი ტრადიციების დაცვით სრულდება. სიქსტის კაპელაში შეკრებილ კარდინალებს წითელი სამოსი ეცვათ, ისმოდა ლათინურ ენაზე შესრულებული გალობა, ირგვლივ  საკმევლის საოცარი სუნი ტრიალებდა.

კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე  კარდინალებს აკრძალული აქვთ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და გაზეთებზე.

აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში არცერთი პაპი არ იყო კონკლავის პირველ დღეს არჩეული, ამიტომ კენჭისყრა შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს.

წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილები ელოდებიან პაპის არჩევას, 7 მაისი, 2025 წელი Copyright AP Photo/Bernat Amangue

წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მლოცველი და დაინტერესებული ადამიანი შეიკრიბა. ისინი უზარმაზარ ეკრანებზე ადევნებდნენ თვალს პროცესს, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღებაც მიიპყრო. ეკრანზე მხოლოდ პატარა საკვამური ჩანდა, რომელთანაც  ზოგჯერ თოლიაც მიფრინავდა — ახალი პაპის არჩევას ხალხი საღამომდე ელოდა.

ეკლესიის ისტორიაში მორიგი მნიშვნელოვანი  დღეა. ყველას იმედი აქვს, რომ მალე გამოჩნდება  თეთრი კვამლი და ახალი პაპის სახელს მთელი მსოფლიო შეიტყობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend