რომის პაპს, ლეო მე XIV-ს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მას ფილტვზე აღმოჩენილი წანაზარდი მოკვეთეს, რომელიც სიმსივნური ხასიათის აღმოჩნდა. ექიმები წინასწარ კვლევებზე დაყრდნობით სწორედ ამას ვარაუდობდნენ, საბოლოოდ ფილტვის ქსოვილის ნიმუშებმაც იგივე დაადასტურა.
პონთიფიკოსს სამედიციო ჩარევა რომის ჯემელის ჰოსპიტალში ჩაუტარდა, ვატიკანის ინფორმაციით სწორედ იქ გაატარებს პაპი მომდევნო 1 კვირას, რათა დაისვენოს და რეაბილიტაციას შეუდგეს. როგორც ცნობილია, 71 წლის პაპს ქირურგიული ოპერაცია 90 წუთის განმავლობაში უტარდებოდა და ის წარმატებით დასრულდა. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს,რომ ამგვარ ჩარევას შემდეგ როგორც წესი გართულებები არ მოყვება.
„ადენოკარცინომა ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელსაც ჩვენ ვხვდებით. შეერთებულ შტატებში ფილტვის კიბოს შემთხვევების თითქმის ნახევარი სწორედ ამ ტიპზე მოდის.მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაპს ფილტვის კიბოს ადრეული სტადია აქვს, რომლის მკურნალობაც, როგორც წესი, ქირურგიული ჩარევით ხდება. მარჯვენა ფილტვის ქვედა წილი მარჯვენა ფილტვის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. ჯანმრთელი ფილტვების მქონე ადამიანებს ამ ნაწილის ამოკვეთის ატანა შეუძლიათ და ოპერაციის შემდეგაც ჩვეულებრივ სუნთქავენ.როგორც წესი, პაციენტს საავადმყოფოში რამდენიმე დღის გატარება, შემდეგ კი სახლში გამოჯანმრთელებისთვის რამდენიმე კვირა სჭირდება. როგორც წესი, პაციენტების უმრავლესობა გრძელვადიან პერსპექტივაში თავს ძალიან კარგად გრძნობენ“- აღნიშნა ნატალი შაუბიე ლუიმ.
ოპერაციისშემდეგპაპიგონზემოვიდადამან საავადმყოფოსპალატაშიგადაინაცვლა.კათოლიკური სამყაროს ყურადღების ცენტრში ჯემელის ჰოსპიტალი მინიმუმ ერთი კვირა დარჩება, მორწმუნეები პაპის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ადგილზევე იგებენ. ცნობილია, რომ 20 ოქტომბრამდე კათოლიკური ეკლესიის მეთაურისთვის ყველა საჯარო ღონისძიება გადაიდო.
