კატეგორიები

დადიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა

დადიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი სახლის იატაკის ჩამოშლის გამო გადაუდებელი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

მათივე ცნობით, საპრევენციო ღონისძიებების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თბილისში, დადიანის ქუჩაზე სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები