ნაციზმზე გამარჯვების დღის 80 წლისთავის აღსანიშნავად წითელ მოედანზე დაგეგმილ აღლუმზე დასასწრებად მსოფლიო ლიდერების ნაწილი მოსკოვში უკვე ჩაფრინდა. მათ შორისაა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „მთავარი სტუმარი” უწოდა.
სი ძინპინი მოსკოვში ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა, ის პუტინთან ორმხრივ შეხვედრებზე სხვა გლობალურ საკითხებსაც განიხილავს.
მოსკოვში ჩაფრინდა ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა, ეს მისი პირველი ვიზიტია მოსკოვში 2022 წლის შემდეგ.
მოსკოვში ასევე ჩავიდნენ კონგოს, კუბის, მონღოლეთის, ვენესუელისა და სერბეთის ლიდერებიც. იქამდე სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის, თვითმფრინავს ბაქოში დაშვება მოუწია, რადგან უკრაინის სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთის საჰაერო სივრცე დროებით დახურული იყო.
9 მაისის აღლუმს უნდა დასწრებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც, თუმცა მან ვიზიტი გააუქმა იმ მიზეზით, რომ მამის, ჰეიდარ ალიევისადმი, მიძღვნილ ღონისძიებას უნდა დასწრებოდა.