მთავარიგადაცემებიCULTაბუ-დაბიში მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგანზომილებიანი ხელოვნების გამოფენა გაიხსნა

აბუ-დაბიში მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგანზომილებიანი ხელოვნების გამოფენა გაიხსნა

აბუ-დაბის  საადიატის კულტურულ უბანში

სამგანზომილებიანი ხელოვნების უზარმაზარ საგამოფენო სივრცეში ციფრული ხელოვნება უამრავ მნახველს იზიდავს.

teamLab Phenomena Abu Dhabi-ს მუზეუმმა გახსნა აბუ-დაბის საადიატის კულტურული უბნის სეზონი. ხელოვნების ნიმუშების წარმოსადგენად შექმნილი ეს ადგილი, რომლის ფართობი 17 ათასი კვადრატული მეტრია, ყველაზე დიდი საგამოფენო სივრცეა მსოფლიოში.

teamLab Phenomena Abu Dhabi მსოფლიოში ცნობილი ტოკიოში დაფუძნებული  ხელოვანთა კოლექტივის teamLab-ის კონცეფციაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანის ცნობისმოყვარეობასა და წარმოსახვას აღვივებს. ამ სივრცეშია გაერთიანებულია ციფრული ტექნოლოგია, მეცნიერება და ხელოვნება ისე, რომ ერთად ქმნიან ისეთ ინსტალაციებს, რომლებიც ნებისმიერი ვიზიტორის გემოვნებას აკმაყოფილებს.

შთაბეჭდილება, რომელიც ადამიანის გრძნობის ყველა ორგანოზე ვრცელდება, ადასტურებს, თუ რისი მიღწევა შეუძლია შემოქმედებით ნიჭსა და ინოვაციას ვირტუალური ხელოვნების სფეროში, როდესაც ის აერთიანებს როგორც ხელოვნებას, ისე მეცნიერებასა და ტექნოლოგიას.

აქ საზღვრები წაშლილია და თითოეული  ნამუშევარი მნახველების ბუნებრივი საქციელის მიხედვით იცვლება, რისი წყალობითაც განუმეორებელი ცოცხალი შთაბეჭდილება იქმნება.

მუზეუმი teamLab Phenomena Abu Dhabi ნამდვილი მარგალიტია აბუ-დაბის საადიატის კულტურულ უბანში მდებარე უამრავ სხვა კულტურულ დაწესებულებას შორის.

ავტორი: ევრონიუსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend