სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა იზრდება.
პროფესიული განათლება სწრაფი დასაქმების ერთ-ერთი გზაა, რამდენადაც პროფესიის დაუფლება შესაძლებელია უფრო მოკლე დროში, შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამების საშუალებით.
პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს შეუძლიათ, აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია, იქნება ეს მზარეული, ფარმაცევტი, კერამიკის ოსტატი თუ სხვა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 122 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის, 75 საჯარო, 47 კი კერძო.
უწყების ცნობითვე, გასულ წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წინა წელთან შედარებით, 10.3%-ით მეტი სტუდენტი ჩაირიცხა.
