კატეგორიები

სპეციალური პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებულ ვიდეომასალებს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებულ ვიდეომასალებს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ პატიმართან, იოსებ გორგაძესთან, დაკავშირებულ ვიდეომასალათა ციკლს ასაჯაროებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ ვიდეოებს საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ასაჯაროებენ და მათივე განცხადებით, ამ მასალით დასტურდება, რომ ბრალდებულის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე კლინიკა „ვივამედში” 4 მაისს გარდაიცვალა. მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ მას სხეულზე 30-მდე დაზიანება ჰქონდა, როცა ის გლდანის ციხიდან კლინიკაში 3 თვის წინ გადაიყვანეს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები