მთავარისაქართველოირაკლი კობახიძე ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას ულოცავს

ირაკლი კობახიძე ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას ულოცავს

სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას ულოცავს. მთავრობის მეთაური საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განმტკიცების იმედს გამოთქვამს.

„გულწრფელად ვულოცავ ბატონ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვუსურვებ მას წარმატებას წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში. გამოვთქვამ იმედს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და შეიქმნება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, – წერს ირაკლი კობახიძე პლატფორმა X-ზე.

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოში გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერს არაერთხელ ადანაშაულებდნენ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში.

2024 წლის 28 ნოემბერს მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, არ აწარმოოს ევრობლოკში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლის ბოლომდე, გერმანიამ საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტი შეაჩერა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend