თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად „ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2025-ის“ მიმდინარეობას გაეცნო.
უწყების ცნობით, სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში სწავლების სრული სიტუაციური სურათი წარუდგინა და სწავლების კონტროლის, ინტენსივობისა და მასში გამოყენებული სიმულაციური საშუალებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღესვე ირაკლი ჩიქოვანი პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბსა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის მართვის ცენტრსაც ესტუმრა და ქვედანაყოფების წვრთნის პროცესს ადგილზე დააკვირდა.
