მთავარიევროპაგერმანიაგერმანია ახალი კანცლერის მოლოდინში

გერმანია ახალი კანცლერის მოლოდინში

6 მაისს ბუნდესტაგმა ახალ კანცლერს, ფრიდრიხ მერცს უნდა უყაროს კენჭი. თანამდებობაზე დასამტკიცებლად 630-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მას, სულ მცირე, 316 ხმა დასჭირდება.

თუკი ფრიდრიხ მერცი ხმათა საკმარის რაოდენობას ვერ მოაგროვებს, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატას ექნება ორკვირიანი ვადა ალტერნატიული კანდიდატის ასარჩევად. თუკი ეს ნაბიჯიც წარუმატებელი აღმოჩნდება, გერმანიის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტს ენიჭება უფლებამოსილება კანცლერად წარადგინოს კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობის მქონე კანდიდატი, ან დაითხოვოს ბუნდესტაგი და დანიშნოს ახალი ფედერალური არჩევნები.

5 მაისს, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, ქრისტიან-სოციალური კავშირმა და სოციალ-დემოკრატიული პარტიამ ხელი მოაწერეს კოალიციურ შეთანხმებას.

პოლიტიკური გაერთიანებები თანხმდებიან ახალი მთავრობის ფორმირებაზე, სადაც ცნობილია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობას შეინარჩუნებს თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი.

თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, უკვე ცნობილია, რა იქნება ახალი კანცლერის სამოქმედო გეგმა. ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ სწრაფად დაიწყებს ეკონომიკური რეფორმების გატარებას, უზრუნველყოფს გერმანიის ეკონომიკისა და ქვეყნის თავდაცვის ხარჯების ზრდას.

კონსერვატიული ბლოკის ლიდერი და გერმანიის მომავალი მთავრობის მეთაური პრიორიტეტებს შორის ასახელებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის საკითხსაც. მისი თქმით, ბერლინი განაგრძობს კიევის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, რათა სამხედრო მოქმედებები მალე დასრულდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend