კატეგორიები

ბრიტანეთი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავს აღნიშნავს

ბრიტანეთი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავს აღნიშნავს
ლონდონში დღეს ათასობით ადამიანი პარლამენტისა და ბუკინგემის სასახლის გარშემო შეიკრიბა, რათა საზეიმო აღლუმს დაესწრონ.

ეს ოთხდღიანი ღონისძიების დასაწყისია – დიდი ბრიტანეთი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლისთავს აღნიშნავს.

ლონდონის ცენტრში მდებარე ეროვნული სამხედრო მემორიალი დღეს დიდი ბრიტანეთის დროშებით დაიფარა. ეს პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც მეფე ჯორჯ V-მ პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1920 წელს ეს მემორიალი გახსნა.

ღონისძიებაში, რომლითაც გაერთიანებული სამეფო მეორე მსოფლიო ომის დასრულებას აღნიშნავს, მონაწილეობა დაახლოებით 1 300-მა ბრიტანელმა ჯარისკაცმა მიიღო. მათ შეუერთდნენ ნატოს მოკავშირე ქვეყნებისა და უკრაინის სამხედროებიც, რაც სიმბოლურად კონტინენტზე დღეს მიმდინარე ომს ეხმიანება.

აღლუმი პარლამენტის მოედანზე დაიწყო. მოგვიანებით ბუკინგემის სასახლესთან მისულ სამხედროებს მეფე ჩარლზ III მიესალმა.

დაკავშირებული ამბები
1000 წლის ბაიოს გობელენი ბრიტანეთის მუზეუმში საიდუმლო ოპერაციის ფარგლებში  მიიტანეს ბრიტანელებს ახალი პრემიერ-მინისტრისგან სტაბილურობის იმედი აქვთ
სხვა ამბები