მთავარიევროპასერბეთისერბეთში ათასობით ადამიანი კვლავ ქუჩაში გამოვიდა

სერბეთში ათასობით ადამიანი კვლავ ქუჩაში გამოვიდა

სერბეთში ანტიკორუფციული საპროტესტო ტალღის მეექვსე თვის თავზე ათასობით ადამიანი კვლავ ქუჩაში გამოვიდა, რამაც კიდევ ერთხელ შეარყია პოპულისტი პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის ძალაუფლება ბალკანეთის ქვეყანაში.

აქციები ქვეყნის ჩრდილოეთში რკიგინგის სადგურზე დატრიალებული ტრაგედიის გამო იმართება.

შრომის დღესთან დაკავშირებული საპროტესტო აქციის ფარგლებში  უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს სერბეთის დედაქალაქ  ბელგრადში მუშათა პროფკავშირებიც შეუერთდნენ, რომლებიც შრომისა და გაფიცვის კანონებში ცვლილებებს მოითხოვენ.

ჩრდილოეთის ქალაქ ნოვისადში კი მოსახლეობამ ყვავილები მიიტანა და სანთლები დაანთო ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად  1 ნოემბერს 16 ადამიანი დაიღუპა.

სერბეთის მოსახლეობა ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში, დაუდევრობასა და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებთან ძირითადი ინფრასტრუქტურული გარიგების ნაწილის ფარგლებში შენობის გარე კედელზე არსებული ბეტონის კონსტრუქცია ინციდენტამდე ორჯერ შეკეთდა.

დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ დაწყებული პროტესტი ეროვნულ მოძრაობაში გადაიზარდა.

ნოვისადის ქუჩებშიც ათასობით ადამიანმა მსვლელობა გამართა. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს  დაღუპულთა ხსოვნას.  უნივერსიტეტის სტუდენტებმა, წინააღმდეგობის მამოძრავებელმა მთავარმა ძალამ,  ქვის მონუმენტი აღმართეს წარწერით: “ნოვისადს ახსოვს!”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend