მთავარისაქართველოსასამართლო აქციებისას დაკავებული 11 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს

სასამართლო აქციებისას დაკავებული 11 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას  საქმის განხილვა გრძელდება.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი აღკვეთის ღონისძიების საკითხს სავალდებულო წესით განიხილავს – აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული წინასწარი პატიმრობის ვადა ბრალდებულებს 5 მაისს ეწურებათ.

პროკურორების მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება ან გაუქმდება, და ბრალდებულები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან, მათ შესაძლოა ახალი დანაშაული ჩაიდინონ, ან მიიმალონ.

ადვოკატები კი აღნიშნავენ, რომ ბრალდებულთა პატიმრობა სრულიად დაუსაბუთებელია და რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.

მხარეებმა შესავალი სიტყვები უკვე წარმოთქვეს – პროკურორებმა და ადვოკატთა ნაწილმა წინა სასამართლო პროცესზე, ნაწილმაც დღეს.

დღესვე სიტყვის უფლებით ისარგებლეს ბრალდებულებმა ანდრო ჭიჭინაძემ, ონისე ცხადაძემ და რევაზ კიკნაძემ.

პროკურატურა ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებას არცერთი ბრალდებული არ აღიარებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend