სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ კანონმდებლებს განუცხადა, რომ 4000-ზე მეტი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა უკრაინის ძალების წინააღმდეგ ბრძოლისას.
ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე ჩრდილოეთმა კორეამ პირველად დაადასტურა, რომ სამხედროები გაგზავნა რუსეთის დასახმარებლად, რათა განედევნათ კურსკის რეგიონიდან უკრაინელთა შენაერთები, რომლებიც გასულ წელს მოულოდნელად შეიჭრნენ რუსეთის სასაზღვრო რეგიონში.
სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით, ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე 4700 სამხედრო დაკარგა.
თებერვალში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები გარბოდნენ ბრძოლის ველიდან.
უკრაინულმა მხარემ გაავრცელა კადრები, რომლებშიც დაჭრილი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები ჩანან. გასულ კვირას რუსეთმა განაცხადა, რომ მათ სრულად გაათავისუფლეს კურსკის რეგიონი, ფხენიანს კი მადლობა გადაუხდა დახმარებისთვის.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა და ვლადიმერ პუტინმა გასულ წელს ხელი მოაწერეს თავდაცვის ისტორიულ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს, რომ ორივე მხარემ თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს უნდა გაუწიოს დახმარება.