კატეგორიები

„MEGOBARI აქტი“ მომდევნო კვირას საბოლოო კენჭისყრისთვის აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას წარედგინება

„MEGOBARI აქტი“ მომდევნო კვირას საბოლოო კენჭისყრისთვის აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას წარედგინება

„MEGOBARI აქტი“ მომდევნო კვირაში საბოლოო კენჭისყრისთვის აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას უნდა წარედგინოს. კანონპროექტის თანახმად, ავტორები ითხოვენ იმ პირებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას.

კანონპროექტი თავდაპირველად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში იყო ინიციირებული რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ: პირველად – 2024 წელს, ხოლო შემდეგ 2025 წლის იანვარში.

ორპარტიული „MEGOBARI აქტი” მოიცავს: „აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით; ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების – ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ; აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად და ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ”.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები