კატეგორიები

ირაკლი კობახიძე: „ოპოზიციის პროგნოზები არ სრულდება და არც გეგმები ხორციელდება”

ირაკლი კობახიძე: „ოპოზიციის პროგნოზები არ სრულდება და არც გეგმები ხორციელდება”

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ძირითადად ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქსტატის გუშინდელი პრეზენტაციით დასტურდება, რომ არ გამართლდა ოპოზიციონერი ოპონენტების პროგნოზები საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლასთან დაკავშირებით და ამის დასტურად, მან სხვადასხვა პარამეტრი მოიყვანა.

„ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს და ცდილობდნენ, ასეთი აღქმაც შეექმნათ საზოგადოებაში, აღქმა იმის რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისისკენ წავიდოდა.

მინდა, გავიხსენო ერთ-ერთი მათი წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც 17 იანვარს აცხადებდა, რომ 3 თვეში, გავიდა უკვე სამი თვე, ლარის კურსი დოლართან მიმართებით იქნებოდა 3.1-ის მიდამოებში, დღეს ის 2.75-ის ფარგლებშია. ეკონომიკის 2%-იანი კლება იყო ნაწინასწარმეტყველები ამ კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსისა და ახლა უკვე ექსპერტის მხრიდან. როგორც ითქვა, პირველ კვარტალში გვაქვს 9,3%-იანი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია 6% და მეტი, ასეთი იყო პროგნოზი და ინფლაციაც არის დასაშვები ზღვრის ფარგლებში.

საუბარი იყო იმაზე, რომ ვერ შესრულდებოდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა და როგორც ხედავთ, ეს გეგმა პირველ კვარტალში 120 მლნ ლარზე მეტის გადაჭარბებით შესრულდა”, – განაცხადა კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიღწეული წარმატებული შედეგებისთვის და თქვა, რომ ხელისუფლება ეკონომიკის სტაბილიზაციას აგრძელებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები