კატეგორიები

„ეს შენი სახლია”

„ეს შენი სახლია”

„ეს შენი სახლია“ – ასე ჰქვია რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლის პრემიერაც 29 აპრილს კინოთეატრ „ამირანში“ შედგა. ფილმი კლიმატის ცვლილებაზე, ნარჩენების გადამუშავებასა და ადამიანების მიერ შექმნილ ეკოლოგიურ კრიზისზე მოგვითხრობს. გიორგი ოვაშვილის ნამუშევარი საზოგადოებას შეახსენებს, რომ ბუნება ჩვენი საერთო სახლია და მასზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

თავად რეჟისორის თქმით, გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება დიდ საფრთხედ იქცა, რომელსაც საკმარისი ყურადღება არ ექცევა. სწორედ ამიტომ ის იმედოვნებს, რომ ფილმი „ეს შენი სახლია“ მაყურებლებს დააფიქრებს და ისინი გაიაზრებენ, რომ ახლა გარემოს გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

ფილმი შეიქმნა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, რომლის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ლესლი ბეარმან ლაჰმი, ამბობს, რომ კინო ცვლილების საშუალებაა და იმედი აქვს, რომ „ეს შენი სახლია“ სწორედ ამ ცვლილების დასაწყისი იქნება.

„ეს პროექტი ცოტა განსხვავებულია იმისგან, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებთ და ძალიან გაგვიმართლა, რომ რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან ვპარტნიორობთ. ჩვენ მას სრული შემოქმედებითი თავისუფლება მივეცით და მან იმუშავა ძალიან ნიჭიერ გუნდთან, მსახიობებსა და მუსიკოსებთან. იმედი გვაქვს, რომ ეს ფილმი საზოგადოების ცნობიერებას აამაღლებს პლასტმასით გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით“,- აცხადებს ლესლი ბეარმან ლაჰმი.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები