კატეგორიები

ე.წ. „ბორჯომის ვაგზლის“ მოვაჭრეები დახმარების მოლოდინში

ე.წ. „ბორჯომის ვაგზლის“ მოვაჭრეები დახმარების მოლოდინში

ე.წ. „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე, სადაც 30 აპრილს ხანძარი იყო, მოვაჭრეები შეიკრიბნენ.

მოვაჭრეები ე.წ. „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე 1-ელ მაისს, დილის 10:00 საათზე შეიკრიბნენ იმ იმედით, რომ მერიის წარმომადგენლებს შეხვდებოდნენ, თუმცა უწყებიდან არავინ გამოჩენილა.

ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულისა და სხვა საწყობების მფლობელები ამბობენ, რომ პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.

სადგურის მოედანზე არსებული ე.წ. „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე ხანძარი 30 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. 15 000 კვადრატულ მეტრზე არსებული სასურსათო, საყოფაცხოვრებო, ასევე ფეხსაცმელ-ტანსაცმლის მაღაზიები და საწყობები თითქმის სრულად დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ე.წ. „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე მაღაზიები და საწყობები ჰქონდათ იმ პირებსაც, რომლებიც 2017 წლის იანვარში სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალდნენ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები