კატეგორიები

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ
„წინააღმდეგობის პლატფორმის“ წევრები საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე ელჩები პლატფორმის მუშაობის ფორმატს გაეცნენ. მისივე თქმით, მმართველ გუნდში სერიოზული რყევებია, რაც იმედს იძლევა, რომ საპარლამენტო არჩევნები მალე ჩაინიშნება – შესაბამისად, პლატფორმა ამ არჩევნებისთვისა და კოალიციური მთავრობის შექმნისთვის ემზადება.

„ჩვენ სერიოზულად ვუდგებით საკითხს, რომ საპარლამენტო არჩევნები უთუოდ დაინიშნება. ე. ი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ არჩევნებისთვის (და ესეც იყო საკითხი, რომელიც შეხვედრაზე დაისვა და რომელზეც ჩვენ ჩვენი პოზიციები გავაჟღერეთ), არამედ ასევე მზად უნდა ვიყოთ არჩევნების შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები