მთავარისაქართველოშს მინისტრის მოადგილემ საქართველოში მიგრანტთა რაოდენობაზე ისაუბრა

შს მინისტრის მოადგილემ საქართველოში მიგრანტთა რაოდენობაზე ისაუბრა

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში მიგრანტებთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად ხელისუფლება მუშაობს რამდენიმე ნაბიჯზე, რომელიც, დარახველიძის შეფასებით, ევროკავშირის დირექტივებს სრულად შეესაბამება.

„მიგრანტებს სხვადასხვა უწყება აღრიცხავს. ადამიანების დადარება რომ მოხდეს, მათ სახელსა და გვარში ერთი ასოც რომ შეიცვალოს, ეს გაორებას იწვევს – მოგეხსენებათ, ზოგიერთ უცხოელს ხუთ-ექვს სიტყვიანი სახელი და გვარი აქვს.

ჩვენი ინფორმაციით, უხეში დათვლებით, ამ წუთას ქვეყანაში 20-დან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია. შეიძლება, მეტიც იყოს. ამას ემატებიან ადამიანები, რომლებიც თავშესაფრის სისტემაში არიან, ვისაც ბინადრობის მოწმობა და ვიზა აქვს…

მას შემდეგ, რაც თავშესაფრის მაძიებელი უცხოელი დარეგისტრირდება სისტემაში, ქვეყანას ავტომატურად უჩნდება ვალდებულება ყოველთვიური შემწეობით უზრუნველყოს ის. ეს არის იგივე, რაც დევნილთა შემწეობა, 45 ლარის ოდენობით. ასევე, ქვეყნის ვალდებულებაა, უზრუნველყოს [უცხოელი თავშესაფრის მაძიებელი] ანალოგიური ჯანდაცვის სისტემით, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, – ანუ უფასო სახელმწიფო-საყოველთაო ჯანდაცვა. ვალდებულება გვაქვს, უფასო განათლებითა და იურიდიული დახმარებით უზრუნველვყოთ ის“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

30 აპრილს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანდაცვის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend