მთავარიამერიკაბრაზილიარიო-დე-ჟანეიროში BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ

რიო-დე-ჟანეიროში BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ

რიო-დე-ჟანეიროში BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრები მეორე და დასკვნითი დღისთვის შეიკრიბნენ. შეხვედრას 11 მოქმედი წევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. ეს  პირველი შემთხვევაა, როცა გაფართოებული BRICS ფორმალურად სრულად შეიკრიბა.

BRICS არის მსოფლიოს სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გაერთიანება, რომელიც საკუთარ თავს დიდი შვიდეულის ალტერნატივად განიხილავს და ცდილობს, შეცვალოს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული საერთაშორისო წესრიგი.

გაფართოებული ბლოკი ახლა აერთიანებს ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ირანს, ეთიოპიასა და არგენტინას. 2024 წელს ახალი ქვეყნების გაწევრიანების შემდეგ BRICS კიდევ უფრო გაძლიერდა. ის მიზნად ისახავს მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო სისტემის უფრო სამართლიანად გადანაწილებას.

შეხვედრის შემდეგ ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაურო ვიეირამ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ჯგუფი იზიარებს იდეას, რომ მსოფლიოს სჭირდება უფრო დაბალანსებული და თანამშრომლობაზე დაფუძნებული წესრიგი.

„არც ბრაზილიას და არც BRICS-ის პარტნიორებს არ სურთ გახლეჩილ სამყაროში ცხოვრება. აუცილებელია, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გამოვიყენოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად. გვსურს გავაძლიეროთ გლობალური თანამშრომლობა უფრო ინკლუზიური და მდგრადი მმართველობისთვის. ჩვენ ვიმსჯელეთ, რა როლი აქვს  BRICS-ს მშვიდობის ხელშეწყობაში, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებასა და გლობალური კრიზისების დაძლევაში. გაკეთდა მკაფიო განცხადებები გაეროს ფუნქციის გაძლიერების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით უშიშროების საბჭოს რეფორმის გადაუდებელი საჭიროების შესახებ, რათა ის გახდეს უფრო წარმომადგენლობითი, ლეგიტიმური და ეფექტური, განსაკუთრებით აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის მონაწილეობით“, – განახადა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაურო ვიეირამ.

შეხვედრა შედგა  BRICS-ის მე-16 სამიტამდე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend