მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები განიხილეს

გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები განიხილეს

გაეროს უშიშროების საბჭოში სამშაბათს, 29 აპრილს, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების განსახილველად სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის მთავარი იყო თემა  ღაზაში მიმდინარე ომი და ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც  ისრაელის მიერ საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებს განიხილავდნენ, 29 აპრილი, 2025 წელი Copyight AP Photo/UNTV

სესიას ესწრებოდა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, რომელმაც განაცხადა, რომ დაპირება ორი სახელმწიფოს პრინციპის შესახებ გაქრობის პირასაა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილოს მუდმივი ოკუპაცია და ძალადობა.

გაეროს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა დემოგრაფიული და გეოგრაფიული რეალობის შეცვლის საფრთხეებზე, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ნებისმიერ მომავალ შეთანხმებას.

გუტერეშმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭო არ ეთანხმება ღაზის სექტორის ტერიტორიულ ცვლილებებს, მისი თქმით, ღაზა არის და იქნება მომავალი პალესტინის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში Copyright AP Photo/UNTV

შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროში პალესტინის ელჩი რიად მანსური. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებაზე. მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მისი ყველა მიზანი და პუნქტები უნდა შესრულდეს.  რიად მანსურმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა, მყისიერი ზომები მიიღონ პრობლემის მოსაგვარებლად. მან ასევე აღნიშნა, რომ  სავარაუდოდ,  პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც მზადაა, ღაზის მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს.

გაეროში პალესტინის ელჩი რიად მანსური Copyright AP Photo/UNTV

მანსური აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ცდილობს, უზრუნველყოს ღაზაში საკვებისა და მედიკამენტების შეტანა, რათა დაეხმარონ პალესტინელებს, რომლებიც უკვე კვირების განმავლობაში ურთულეს მდგომარეობაში არიან.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ისინი, შუამავლებთან – ეგვიპტესა და კატართან ერთად, წარმატებას მიაღწევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend