სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შესახებ მონაცემებს ავრცელებს.
საქსტატის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეყნის 970 ათასზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა – მათი თითქმის მეხუთედი კი რუსეთის ფედერაციიდან.
სიაში მომდევნო ადგილებს თურქეთი და სომხეთი იკავებენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან კი მიმდინარე წლის დასაწყისიდან მხოლოდ 67 ათას 400 ვიზიტორი შემოვიდა. საქსტატი ავრცელებს ცნობას ვიზიტორთა საქართველოში ჩამოსვლის მიზნებზეც, რაც უწყების ინფორმაციით, შემთხვევათა 42%-ში დასვენება და გართობაა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აცხადებს, რომ ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელდა.
