კატეგორიები

თბილისში უნგრეთ-საქართველოს სამთავრობათშორისო კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა

თბილისში უნგრეთ-საქართველოს სამთავრობათშორისო კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა

თბილისში უნგრეთ-საქართველოს სამთავრობათშორისო კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა. სხდომის ოქმს ხელი მოაწერა კომიტეტის ორმა თავმჯდომარემ, საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, უნგრეთის მხრიდან კი, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ტომაშ ვარგამ.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გენადი არველაძემ განაცხადა, უნგრეთის დელეგაციასთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობებზე, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ამასთან, მისივე თქმით, უნგრულ მხარესთან სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით კონკრეტული მემორანდუმების გაფორმებაზე შეთანხმდნენ. აქვე გეტყვით, რომ 2025 წლის ივნისში ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტია დაგეგმილი. სამიტს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ.

„ვფიქრობთ, ეს შეხვედრა წარმატებული იყო. ქართველ და უნგრელ ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემა, სიმპათია და სოლიდარობა არსებობს. ჩვენ არაერთი საერთო ღირებულება და საერთო ინტერესები გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ კომისიის ეს შეხვედრა წარმატების მომტანი იქნება. მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება იმით, რომ მას ივნისში ორ ქვეყანას შორის დაგეგმილი ერთობლივი მთავრობის სამიტი მოჰყვება“, – განაცხადა უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ტომაშ ვარგამ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები