სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება ე.წ. „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც ასევე იმყოფებოდნენ არასრულწლოვანები.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს უსაფრთხო გარემო შეუქმნას. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამის გათვალისწინება ვერ ხდება, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით და თუ კი ეს ვერ ხერხდება, უზრუნველყოს სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩართვა.
სახალხო დამცველის განცხადებით, ის შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი რეაგირება ექნება.
