მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარი„მეხსიერების ფრაგმენტები”

„მეხსიერების ფრაგმენტები”

ვახტანგ ქოქიაშვილის მონუმენტური პანორამის ახალი სიცოცხლე

„მეხსიერების ფრაგმენტები”- ესაა არქიტექტურული ინსტალაცია, რომელიც ხელოვან ვახტანგ ქოქიაშვილის მიერ 1971 წელს შექმნილ მონუმენტურ პანორამას- „ბერიკაობას“- ახალ ფორმატში წარმოადგენს. ინსტალაციაზე „თიმმ არქიტექტურამ“ და “სტუდიო 501-მა” ერთობლივად იმუშავეს.

ესაა რკინის კონსტრუქცია, რომელიც ვახტანგ ქოქიაშვილის ნამუშევრის ვიტრაჟული ფრაგმენტებისთვის გარემოსთან დამაკავშირებელ ჩარჩოს ქმნის. ვიტრაჟული ფილები იმგვარადაა განლაგებული, რომ ორიგინალი პანორამის კომპოზიციას იმეორებს.

„ბერიკაობით“ ფუნიკულიორის საბაგიროს ქვედა სადგური იყო გაფორმებული. სადგური 2000-იან წლებში დაინგრა, რამაც მონუმენტური პანორამის დიდი ნაწილი გაანადგურა. გადარჩენილი უნიკალური ფილები 2024 წელს, ავტორის შვილმა, ნინო ქოქიაშვილმა აღადგინა თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის ინიციატივით.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორმა ლიკა ჭკუასელმა და არქიტექტორმა ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend