კატეგორიები

„ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენების დაწყება არის უკანონობა” – ჯემალ გამახარია

„ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენების დაწყება არის უკანონობა” – ჯემალ გამახარია
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მაისიდან, რეგულარული ფრენების დაწყების შესახებ ისაუბრა დღეს მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ.

ჯემალ გამახარია განცხადებით, რუსეთი დიდი ხანია მიზანმიმართულად ახორციელებს აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას და ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია აეროპორტის აღდგენა და ფრენების დაწყება. ჯემალ გამახარიას თქმით, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ეს სრული უკანონობაა.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენების დაწყების შესახებ, 2 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა. მანამდე კი მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში საცდელი რეისი ერთ-ერთი ავიაკომპანიის მიერ 7 თებერვალს განხორციელდა
Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები