კატეგორიები

უკრაინის პრემიერ-მინისტრი: „მინერალების შეთანხმება უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას არ მოიცავს“

უკრაინის პრემიერ-მინისტრი: „მინერალების შეთანხმება უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას არ მოიცავს“
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი 24 აპრილს ვაშინგტონს ეწვია. შეხვედრის მთავარი თემა შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება იყო. მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრა წარმატებული იყო და უკრაინულმა დელეგაციამ მკაფიოდ განსაზღვრა წითელი ხაზები, რათა შეთანხმების პირობები უკრაინის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს. შეხვედრა აშშ-ის ხაზინის მდივანთან, სკოტ ბესენტთან გაიმართა.

დენის შმიჰალმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დოკუმენტი ხელმოწერამდე უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მიწოდებას არ მოიცავს.

განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გუშინ გააკეთა. შმიჰალს არ დაუკონკრეტებია თარიღი, თუ როდის მოეწერება დოკუმენტს ხელი.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ დოკუმენტს მოიხსენიებს როგორც გზას უკრაინისთვის დახმარების მიწოდების აღსადგენად.

დაკავშირებული ამბები
რუსეთის იერიშს უკრაინაზე სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთმა უკრაინაში სუმის ოლქზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა
სხვა ამბები