თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციების პერიოდში დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი 5 წლით პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მისი უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა. საქალაქო სასამართლომ ოკმელაშვილს 3 თებერვალს მიუსაჯა 5-წლიანი პატიმრობა.
მსჯავრდადებულის ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე საქმის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ საქმის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს საკუთარ სახლში დააკავეს და ბრალი პოლიციელზე თავდასხმისთვის წარუდგინეს.
