მთავარიაზიაჩრდილოეთ კორეაჩრდილოეთ კორეამ პირველად აღიარა, ჯარისკაცების გაგზავნა რუსეთში

ჩრდილოეთ კორეამ პირველად აღიარა, ჯარისკაცების გაგზავნა რუსეთში

ჩრდილოეთ კორეამ პირველად აღიარა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ჯარები გაგზავნა. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.

მათი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბრძანებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინის მიერ ოკუპირებული რუსეთის ტერიტორიის გათავისუფლებაში.

შაბათს, 26 აპრილს მოსკოვში თქვეს, რომ კურსკის რეგიონიდან უკრაინული ძალები სრულად განდევნეს, რასაც არ ეთანხმებიან კიევში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერლის, ვალერი გერასიმოვის თქმით, ოპერაციაში მონაწილეობას ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცებიც იღებდნენ.

უცნობია ამ ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობა, თუმცა გასული წლის შემოდგომაზე შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ განაცხადეს, რომ გაგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობა 12 000-მდე იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend