მთავარიევროპავატიკანივატიკანში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული

ვატიკანში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული

ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე ასობით საერთაშორისო დელეგაციას ელიან. შესაბამისად, იტალიასა და ვატიკანში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

პოლიცია ვატიკანში ახლაც მრავლადაა მობილიზებული, რომ იმ ათასობით მორწმუნის უსაფრთხოება დაიცვას, რომლებიც წმინდა პეტრეს ბაზილიკაში პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებლად მიდიან.

პაპი ბაზილიკაში სამი დღის განმავლობაში იქნება დასვენებული, რის შემდეგაც სანტა მარია მაჯორეს ტაძარში გადაასვენებენ. მას არა წმინდა პეტრეს ტაძარში, არამედ საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვატიკანის გარეთ, სწორედ სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, დაკრძალავენ.

პაპ ფრანცისკეს სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკა, სადაც მისი საყვარელი ღვთისმშობლის ხატი ასვენია, განსაკუთრებით უყვარდა და ხშირად სტუმრობდა.

შაბათს, 26 აპრილს, რომის პაპის დაკრძალვას მთელი მსოფლიოდან ათასობით მორწმუნე, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები და პოლიტიკური ლიდერები დაესწრებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend