კატეგორიები

„საჯარო სექტორიდან განსხვავებული შეხედულებების მოტივით გათავისუფლებულთა რიცხვი იზრდება” – კონსტიტუციის 78-ე მუხლი

„საჯარო სექტორიდან განსხვავებული შეხედულებების მოტივით გათავისუფლებულთა რიცხვი იზრდება” – კონსტიტუციის 78-ე მუხლი

საჯარო სექტორიდან გათავისუფლებულმა პირებმა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდში” მორიგი ბრიფინგი გამართეს. მათ კვლავ ისაუბრეს პროფესიონალი კადრების გათავისუფლების პოლიტიკურ მიზეზებზე.

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის” წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო უწყებებში გრძელდება რეორგანიზაციის სახელით შეფუთული, პროფესიონალი კადრების უკანონო გათავისუფლება, რადგან მათ ღიად დაუჭირეს მხარი ქვეყნის ევროინტეგრაციას. მათივე თქმით, ყველა ასეთ შემთხვევაზე სამართლებრივი დავა იწყება და მიმდინარეობს.

„რეორგანიზაციას რამდენიმე საჯარო უწყებაში ახორციელებენ. ამ ეტაპზე 800 ადამიანი არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან. მარტო ერთი უწყებიდან, საჯარო რეესტრიდან, 200-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული.

გარდა ამისა, განათლების სამინისტროში დაიწყო რეპრესიები, ეს ეხება ცენტრალურ აპარატს, იქ ხდება ე.წ. რეორგანიზაცია. რეალურად აზრის გამო დევნიან. ეს პროცესი მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის სკოლებს, უნივერსიტეტებს. ფაქტობრივად, ყველა სკოლაში ჩაერევა სუსი. მძიმე პროცესებს მივიღებთ.

ამ მოვლენებთან ერთად ვაპირებთ სოლიდარულები ვიყოთ საჯარო მოხელეების მიმართ, ვინც რეპრესიების ობიექტია.

პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეა. ეს არის ევროპული ცივილიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენც 10 დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირთან ერთად ვაანონსებთ და განვახორციელებთ მსვლელობას, რომელიც დაიწყება კოლმეურნეობის მოედნიდან. ეს არის მოედანი, სადაც პირველად შედგა მშრომელების გამოსვლა. ამ სიმბოლური აქტით დავიწყებთ მსვლელობას 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით. ამის შემდეგ შევუერთდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას“, – აცხადებს ორგანიზაციის თანათავმჯდომარე კახი სამხარაძე.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები