კატეგორიები

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდნენ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდნენ
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ შეხვედრები გამართა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან. ის შეხვდა როგორც “ძლიერი საქართველოს”, ასევე “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს და სწორედ მათთან ერთად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.

ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა ცალკე გამართა “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამაც, თუმცა ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ ლიდერებს გაერთიანებიდან „კოალიცია ცვლილებისთვის“.

„ჯერ სომხეთში იყო, შემდეგ ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოვიდა. მოგეხსენებათ, ეუთო არის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროპული წარმონაქმნი, იქ რუსეთი ყველანაირად ხელს უშლის მას, რომ ეუთო-ს მისია განლაგებული იყოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. სამწუხაროდ, დღემდე მხოლოდ ევროკავშირის მისია ასრულებს მონიტორინგის მისიას ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე. ამაზე გვქონდა საუბარი. ეუთო პირველ რიგში არის უსაფრთხოების შესახებ კონცენტრირებული ორგანიზაცია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ საქართველოში დღეს გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა. საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც უკანონოდ არიან საპატიმროში. საუბარი იყო, რომ ეუთო/ოდირის არცერთი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იქნა გაგზავნილი დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ, არ იქნა გათვალისწინებული, პირიქით, მიღებული იყო კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის დასკვნებს. ეს არის თემა, რაც მათ ძალიან აინტერესებთ. იქნება დამოუკიდებელი შეფასება ამის, თუ როგორ გათელა ფეხქვეშ დე ფაქტო ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის დასკვნა იმ უზარმაზარ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბერს“, – განაცხადა “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები