მთავარიევროპავატიკანივატიკანის მომავალი: ვინ იქნება პაპ ფრანცისკეს მემკვიდრე?

ვატიკანის მომავალი: ვინ იქნება პაპ ფრანცისკეს მემკვიდრე?

პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდგომ, ვატიკანში უკვე დაიწყო საუბარი ახალი პაპის არჩევასთან დაკავშირებით.

ფრანცისკეს დაკრძალვის შემდეგ, ვატიკანში გაიმართება კონკლავი, სადაც კათოლიკური ეკლესიის ახალ ხელმძღვანელს აირჩევენ. ეს იდუმალი პროცესი, რომელიც საზოგადოებისთვის ღია არ არის, ვატიკანის სიქსტეს კაპელაში გაიმართება.

ყოველდღიურად ჩატარდება ხმის მიცემის ოთხი ტური, ვიდრე ერთი კარდინალი არ მიიღებს ხმების ორ მესამედს.

პროცესი ჩვეულებრივ 15-დან 20 დღემდე გრძელდება. თუმცა, კონკლავის გაგრძელების დადგენილი ვადები არ არსებობს.

ყველაზე გრძელი პაპის კონკლავი იტალიაში, ქალაქ ვიტერბოში 1268 წელს დაიწყო და 9 წლის განმავლობაში გაგრძელდა, 1939 წელს კი პაპი პიუს XII მხოლოდ ერთ დღეში აირჩიეს. თავად პაპი ფრანცისკე ხუთი კენჭისყრის შემდეგ აირჩიეს, რასაც ორი დღე დასჭირდა.

ვინ არიან პაპის ტახტის რეალური კანდიდატები?

1.კარდინალი პიტერ ერდო – 72 წლის ერდო ბუდაპეშტის არქიეპისკოპოსი გახლავთ და 2005 და 2011 წლებში ორჯერ აირჩიეს ევროპის საეპისკოპოსო კონფერენციების საბჭოს ხელმძღვანელად.

2.კარდინალი რეინჰარდ მარქსი – 71 წლის მარქსი გახლდათ გერმანიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ყოფილი პრეზიდენტი.

3.კარდინალი მატეო ზუპი – 69 წლის ზუპი ბოლონიის მთავარეპისკოპოსი და იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის მოქმედი პრეზიდენტია.

4.კარდინალი მარკ უალეტი – 80 წლის კანადელი კარდინალი ვატიკანის გავლენიან ეპისკოპოსთა ოფისს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

5.კარდინალი პიეტრო პაროლინი – 70 წლის იტალიელი კარდინალი 2014 წლიდან ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანია და რომის პაპობის  ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება.

6.კარდინალი რობერტ პრევოსტი – 69 წლის კარდინალის არჩევის შემთხვევაში, ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი, ვინც რომის პაპის ტახტს დაიკავებს.

7.კარდინალი რობერტ სარა – 79 წლის გვინეელი კარდინალი ვატიკანის ლიტურგიის ოფისის გადამდგარი ხელმძღვანელია. სარა ასევე ხელმძღვანელობდა ვატიკანის საქველმოქმედო ოფისს.

8.კარდინალი კრისტოფ შონბერნი – ავსტრიელი, ვენის არქიეპისკოპოსი. ის ასევე იყო პაპ ბენედიქტეს სტუდენტი.

9.და ბოლოს ლუის ტეგლე – ახალგაზრდა, 67 წლის კანდიდატი, რომელიც წარმოშობით ფილიპინებიდანაა. ის იყო მანილას არქიეპისკოპოსი ხოლო, რომში თავად პაპმა ფრანცისკემ ჩაიყვანა და ვატიკანის მისიონერული ევანგელიზაციის ოფისის სათავეში ჩააყენა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend