მთავარიევროპავატიკანისაფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება

რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებიდან ერთი დღის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ შაბათს კათოლიკური ეკლესიის მეთაურის დაკრძალვას დაესწრება.

თუმცა, წლების განმავლობაში, მეგობრულ კავშირებთან ერთად, საფრანგეთ-ვატიკანის ურთიერთობები რამდენიმე საკითხის გარშემო დაძაბულობით გამოირჩეოდა – განსაკუთრებით ევთანაზიის და აბორტის უფლების გამო, რომელიც საფრანგეთის კონსტიტუციაშია ჩაწერილი.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ფრანცისკეს საფრანგეთის მიმართ ცივ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ – იგი ქვეყანას 12-წლის განმავლობაში სამჯერ ეწვია – უფრო მეტჯერ ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს.

თუმცა, ვიზიტებს ხშირად გაუგებრობები ახასიათებდა.

პაპი საფრანგეთში პირველად 2014 წელს ჩავიდა, როდესაც სტრასბურგში, ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტში სიტყვით წარსდგა. ცხრა წლის შემდეგ პაპი მარსელსაც ეწვია… თავად ვიზიტი კი შემდეგნაირად დაახასიათა: „მე მივდივარ მარსელში და არა საფრანგეთში“.

პაპმა გადატვირთულ სტადიონზე მესა აღავლინა და მიგრანტების მიმართ მეტად ლოიალური პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც ბევრმა საფრანგეთის ხელისუფლების  ირიბ კრიტიკად აღიქვა.

„უნდა გადავარჩინოთ ტალღებზე მიტოვებული ადამიანები, რომლებიც დახრჩობის საფრთხის წინაშე დგანან. ეს კაცობრიობის, ცივილიზაციის მოვალეობაა“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ მარსელში ვიზიტისას.

გასული წლის დეკემბერში, პაპი ფრანცისკე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საზეიმო გახსნით ღონისძიებას არ დაესწრო, რამაც მოსახლეობაში ეჭვები დაბადა.

მიუხედავად ამისა, ერთი კვირის შემდეგ იგი ეწვია კორსიკას – რაც საზღვარგარეთ მისი ბოლო მოგზაურობა აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება არ ყოფილა.

„ეს პასტორალური ვიზიტი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო პაპი ფრანცისკესთვის. მას არ სურდა სახელმწიფო ვიზიტებში მონაწილეობა, რასაც დიდი ცერემონიები და მკაცრი პროტოკოლები მოჰყვება. მას მორწმუნეებთან უშუალო ურთიერთობა ერჩივნა“., – ამბობს ისტორიკოსი მარტინ დუმონი.

ვატიკანის თანახმად, პაპის ვიზიტები დიდწილად – წინამორბედების მიერ უგულებელყოფილი რეგიონებისადმი ერთგულების გამოხატვას ემსახურებოდა – პაპმა პრანცისკემ ტრადიცია, არა საფრანგეთისგან ჩამოშორების მიზნით, არამედ კათოლიკური სამყაროს მიერ მივიწყებული რეგიონების და იქ მცხოვრები მორწმუნეების პატივსაცემად დაარღვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend