კატეგორიები

რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე დამსწრე საქართველოს დელეგაციის წევრთა ვინაობა ცნობილია

რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე დამსწრე საქართველოს დელეგაციის წევრთა ვინაობა ცნობილია
ვატიკანში, რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას, საქართველოდან მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დაესწრებიან.

მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციაში ასევე იმყოფებიან საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.

კერძოდ, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები