მთავარიამერიკააშშ„პრეზიდენტ სი ძინპინთან აგრესიულ თამაშს ვაპირებ“ - დონალდ ტრამპი

„პრეზიდენტ სი ძინპინთან აგრესიულ თამაშს ვაპირებ“ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 აპრილს პრესკონფერენცია გამართა. მან მედიასთან ისაუბრა ჩინეთთან სატარიფო პოლიტიკის შესახებ და განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთს შორის შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან და ეს შესაძლოა „ძალიან სწრაფად მოხდეს“. თუმცა ზუსტად რა ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, დონალდ ტრამპი დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.

„ჩვენ ჩინეთთან მოლაპარაკებას თავს კარგად ვართმევთ და ვფიქრობ, ყველა ქვეყანასთან ეს პროცესი კარგად მიდის. ყველას სურს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება. მოგეხსენებათ, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დღეში ხუთ მილიარდ დოლარს ვკარგავდით, ეს ჩვეულებრივი საშინელებათა ფილმი იყო. დღეში ხუთი მილიარდი დოლარი. ახლა ეს დანაკარგი მინიმალურია, რადგან საავტომობილო ინდუსტრიაზე, ფოლადსა და ალუმინზე 25%-იანი ტარიფები გვაქვს, აგრეთვე, გვაქვს საბაზისო 10%-იანი ტარიფი. დაფიქრდით, ჩვენ ვაჭრობით 2 ტრილიონ დოლარს ვკარგავდით და ეს დღეები წარსულში დარჩა. ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპის ამ განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის ხაზინის მდივან სკოტ ბესენტის ინტერვიუ, რომელშიც მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის „დეესკალაციის“ მოლოდინი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოლაპარაკებები ოფიციალურად არ დაწყებულა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩინურ იმპორტზე 145%-იანი ტარიფი დააწესა, რასაც ჩინეთის მხრიდან ამერიკულ იმპორტზე 125%-იანი საპასუხო ტარიფი მოჰყვა. ტრამპის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა დასძინა, რომ ჩინეთთან „აგრესიულ თამაშს“ აპირებს.

„ვერ ვიტყოდი, რომ მაინცდამაინც ჩინეთთან, მაგრამ აგრესიულად თამაშს ვაპირებ პრეზიდენტ სი ძინპინთან. საბოლოოდ, მათ მოლაპარაკება მოუწევთ, რადგან სხვა შემთხვევაში ისინი შეერთებულ შტატებში ბიზნესს ვერ აწარმოებენ. ჩვენ მათი ჩართულობა გვჭირდება, მაგრამ ამისთვის ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს ჩვენთან მოლაპარაკება მოუწევთ“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა თეთრი სახლის სპიკერმა კაროლინ ლივიტმაც. მან გაიმეორა დონალდ ტრამპის სიტყვები და აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა უკვე 100-ზე მეტი სახელმწიფოსგან მიიღო კონკრეტული შეთავაზებები და შესაბამისი გუნდი განიხილავს მას. მისივე თქმით, ადმინისტრაცია წარმატებით წარმართავს ჩინეთსა და ინდოეთთან მნიშვნელოვან სატარიფო შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend