კატეგორიები

ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი გრძელდება

ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი გრძელდება
ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს.

23 აპრილს, ის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საუბარი ეუთოსთან თანამშრომლობას, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს შეეხო.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს ეუთოს თანათავმჯდომარეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და მონაწილეობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ.

“მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ეუთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე დიალოგის ცენტრალურ პლატფორმად დარჩეს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში ეუთოს გენერალური მდივანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. გუშინ ის იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრებთა მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას გაეცნო.-

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები