მთავარიევროპავატიკანივატიკანში რომის პაპის სულის მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინეს

ვატიკანში რომის პაპის სულის მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინეს

ორშაბათს, 21 აპრილს, 19:30 საათზე კარდინალმა მაურო გამბეტიმ წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკეს სულის მოსახსენებლად პარაკლისი აღავლინა.

ლოცვას ორივე კარდინალი და ასობით მორწმუნე დაესწრო. მთელი დღის განმავლობაში ვატიკანში ასობით ადამიანი მიდიოდა.

კარდინალ გამბეტის თქმით, არავინ უნდა დაივიწყოს ის სიტყვები, რომლებსაც პაპი ასე ხშირად გვეუბნებოდა: „არ დაგავიწყდეთ, რომ  ჩემთვისაც ილოცოთ“.

ვატიკანში ახლა მწუხარება და გლოვაა. ლოცვის დასრულებას ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა. ხალხი პაპ ფრანცისკეს ადიდებდა.

დაახლოებით საღამოს 8 საათზე ვატიკანში განაცხადეს, რომ პაპის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი და გულის უკმარისობა იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend