მთავარისაქართველო„საქართველოში სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - ეუთოს გენერალური მდივანი

„საქართველოში სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – ეუთოს გენერალური მდივანი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ. იგი საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, რომლის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაკეთდა.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობაზე რეგიონის სამშვიდობო პროცესებში. მანვე საყვედური გამოთქვა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, რომელთაც საქართველოსთან მიმართებით არაობიექტურ დამოკიდებულებაში დასდო ბრალი.

„საქართველო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევის ღია მცდელობის თვალსაჩინო მაგალითი გახდა – მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ეუთოს დამოუკიდებელ ინსტიტუტების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების რაიმე სახის მცდელობა.

საქართველოს ორი რეგიონი: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და რუსეთის მხრიდან კვლავაც ირღვევა ტერიტორიული მთლიანობა – საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთოს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც ეუთოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ეუთოს სურს, საქართველოს დაუმტკიცოს, რომ მოწოდებულნი არიან, ჩაერთონ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ყველანაირი თვალსაზრისით.

„ინციდენტების პრევენციის მექანიზმი, ფაქტობრივად, უკვე სამოცი წლისაა. ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტში იმყოფებიან. ჩვენ გვაქვს მედიაციის „მრავალმხრივი“ საშუალებები და მიდგომები. ჩვენ უწყვეტად ვცდილობთ, ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში. საქართველოში სტაბილურობის მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, მასში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ გვინდა საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას აქვს“, – განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.

ვიზიტის ფარგლებში ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. ის ასევე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend