კატეგორიები

საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მორიგი სასამართლო სხდომები გაიმართა

საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მორიგი სასამართლო სხდომები გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა ნიკა კაციასა და საბა სხვიტარიძის მორიგი სასამართლო პროცესები გაიმართა. 

ნიკა კაციას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. დღევანდელ, 22 აპრილის, სხდომაზე ორი მოწმე დაიკითხა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ქიმიური ექსპერტი, რომელმაც ნარკოტიკული საშუალების სახეობასა და ოდენობაზე ისაუბრა.

ნიკა კაცია სასამართლო დარბაზში პროცესის მიმდინარეობისას, 22 აპრილი, 2025 წელი

ნიკა კაცია 2024 წლის შვიდ დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა. ნიკა კაცია ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი „ჩაუდეს”. დანაშაული, რომლის ჩადენასაც პროკურატურა მას ედავება 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა საბა სხვიტარიძის პროცესიც, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. გამოიკითხა გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი, რომელმაც შენობა ხმაურისა და შეძახილების ფონზე დატოვა, პოლიციამ სასამართლოს ეზოში ასევე დააკავა 1 პირი.

საბა სხვიტარიძე სასამართლო დარბაზში პროცესის მიმდინარეობისას, 22 აპრილი, 2025 წელი

საბა სხვიტარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა ჰკითხა გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილს, დაათვალიერა თუ არა მან შემთხვევის ადგილი, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა. ასევე ადვოკატის კითხვაზე, კამერებიდან რატომ არ არის ამოღებული შესაბამისი კადრები, სალომე ედიშერაშვილმა თქვა, რომ საქმეს თან ერთვის დანაშაულის ჩადენის ამსახველი მასალები.


.

საბა სხვიტარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები