კატეგორიები

ეუთოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზს ეწვია

ეუთოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზს ეწვია

საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარებისა და ოკუპაციის მძიმე შედეგების შესახებ.

სოფელ ოძისში გამგზავრებამდე ფერიდუნ სინირლიოღლუ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები