მთავარისაქართველო91 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მოქანდაკე და მხატვარ-მონუმენტალისტი ზურაბ წერეთელი

91 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მოქანდაკე და მხატვარ-მონუმენტალისტი ზურაბ წერეთელი

91 წლის ასაკში რუსეთში მოღვაწე, ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარ-მონუმენტალისტი, ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ ზურაბ წერეთლის თანაშემწეზე, სერგი შაგულაშვილზე დაყრდნობით დღეს, 22 აპრილს, დილით გაავრცელა. თანაშემწის ინფორმაციით, ღამის ორის ნახევრისთვის ქართველ მოქანდაკეს გული გაუჩერდა.

ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. მან 1958 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. 1979 წელს ის საქართველოს სახალხო მხატვარი გახდა. 1980 წელს ზურაბ წერეთელს საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის წოდება მიენიჭა, 1997 წლიდან კი რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი იყო.

ზურაბ წერეთელი 5 000-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრის, ქანდაკებისა და მონუმენტის ავტორია. მის ნამუშევრებს შორისაა თბილისის შემოსასვლელში მდგარი „წმინდა ნინოს მონუმენტი“ და თავისუფლების მოედანზე აღმართული „წმინდა გიორგი“. იგი ასევე გახლავთ თბილისის ზღვაზე, საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი მონუმენტის, „საქართველოს მატიანის”, ავტორი. მანვე დააფუძნა თბილისში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend