კატეგორიები

საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტერიალი თბილისში

საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტერიალი თბილისში

2025 წლის 17 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის ინიციატივით, თბილისში იმართება აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების სამმხრივი შეხვედრა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას, რის შემდეგაც ღონისძიება დახურულ ფორმატში გაგრძელდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანია სამი ქვეყნის ხედვისა და მოსაზრებების გაზიარება იმ შესაძლო მიმართულებებზე, რომლებიც საფუძველს დაუდებს სამმხრივი თანამშრომლობის პროცესს.

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს საერთო ინტერესების გაცვლას, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო პრაქტიკული სამმხრივი თანამშრომლობის განვითარებას და ეს საბოლოო ჯამში მიმართული იქნება რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისკენ. სამმხრივი შეხვედრა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე უკვე არსებულ ფორმატს, არამედ წარმოადგენს სამი მეზობელი ქვეყნის დამატებით ძალისხმევას კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად.

„შეხვედრის ფარგლებში განიხილება სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ის მიმართულებები, რომლებიც საინტერესო შეიძლება იყოს სამი ქვეყნისთვის და მოხდება თანამშრომლობის, შესაძლო მიმართულებების გამოვლენა, რომ რეგიონის ქვეყნებმა განავითარონ ერთობლივი მიდგომები მთელ რიგ საკითხებზე. სწორედ ეს იქნება დღევანდელი მსჯელობის ძირითადი მიმართულებები“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები