კატეგორიები

პოლონეთმა რვა პირს საქართველოდან ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

პოლონეთმა რვა პირს საქართველოდან ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

პოლონეთი საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების 8 წარმომადგენელს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს.

პოლონეთის საელჩოს განცხადებაში წერია, რომ საქართველოში მზარდი რეპრესიების პასუხად, პოლონეთში შესვლა აეკრძალა სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე.

„პოლონეთი მხარს უჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს”, – წერია განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები