კატეგორიები

სასამართლომ გელა ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ გელა ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, გელა ხასაია თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თერაულმა მიიღო.

31 მარტს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებამდე საპატრულო პოლიციამ „გონივრული ეჭვის საფუძველზე“ გელა ხასაიას „გარეგანი დათვალიერების“ ფარგლებში ჩანთის გახსნა მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა.

სამართალდამცველებმა იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გელა ხასაიამ იზოლატორი 2 აპრილს დატოვა. დღეს, 16 აპრილს, იგი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები