კატეგორიები

ჰარვარდის უნივერსიტეტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაუპირისპირდა

ჰარვარდის უნივერსიტეტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაუპირისპირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰარვარდის უნივერსიტეტი აღმოჩნდა პირველი უნივერსიტეტი, რომელიც აშშ-ში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ღიად დაუპირისპირდა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის ყველაზე ძველ უნივერსიტეტს მოსთხოვა, ცვლილებები შეეტანა თანამშრომლებისა და სტუდენტების მიღებისა და სწავლების წესში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს ცვლილებები ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაა მნიშვნელოვანი. თუმცა, ჰარვარდის უნივერსიტეტმა დონალდ ტრამპის მოთხოვნები უარყო და თეთრი სახლი უნივერსიტეტზე კონტროლის მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულა.

საპასუხოდ, ფედერალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ ის აჩერებს 2 მილიარდ დოლარზე მეტ გრანტს. მთავრობას არ დაუზუსტებია, კერძოდ, რომელი გრანტი გაიყინება, თუმცა ჰარვარდში შიშობენ, რომ დაფინანსების შეჩერება იმ კვლევით პროექტებს შეეხება, რომლებიც სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ალცჰაიმერისა და დიაბეტის მკურნალობას ითვალისწინებდა.

დაკავშირებული ამბები
მსგავსებები და განსხვავებები პეკინში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვიზიტებს შორის აშშ პოლონეთში დამატებით 5,000 სამხედროს გაგზავნის
სხვა ამბები