კატეგორიები

„NATO-ს მხარდაჭერა ურყევია“ – მარკ რუტე ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

„NATO-ს მხარდაჭერა ურყევია“ – მარკ რუტე ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

NATO-ს გენერალური მდივანი ქალაქ ოდესაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მხარეებმა საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა იარაღის გადაუდებელი მიწოდების აუცილებლობა განიხილეს. მისივე ცნობით, დღევანდელი განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც.

შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა მარკ რუტემაც. ის ყურადღებას ამახვილებს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობას.

„უკრაინელმა ხალხმა უამრავი რამ გადაიტანა, მათ შორის რუსეთის მიერ კვირას, 13 აპრილს, ბზობაზე განხორციელებული თავდასხმა. NATO-ს მხარდაჭერა ურყევია. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა მან შეძლოს დღევანდელ და მომავალ აგრესიასთან გამკლავება, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – ვკითხულობთ პლატფორმა X-ზე მარკ რუტეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Related news
თურქეთი აცხადებს, რომ NATO-ს თავდაცვის სისტემამ ირანიდან გაშვებული მორიგი რაკეტა გაანეიტრალა გერმანიასა და ცენტრალურ ევროპაში ნატოს სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
სხვა ამბები