მთავარისაქართველოლიეტუვამ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული სანქცირებული პირების სია გაასაჯაროვა

ლიეტუვამ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული სანქცირებული პირების სია გაასაჯაროვა

ლიეტუვამ გაასაჯაროვა საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირთა სია, რომლებიც სანქცირებული არიან და ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.

ლიეტუვის მიგრაციის სამსახურის ვებგვერდზე წერია, რომ ამ სიაში არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, პოლიციელები, მოსამართლეები და მთავრობასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

მათ შორის, ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, მამუკა მდინარაძეს, თეა წულუკიანს, ვახტანგ გომელაურსა და ირაკლი რუხაძეს – საერთო ჯამში საქართველოს 102 მოქალაქეს, რომლებიც მმართველ პარტიასთან არიან ასოცირებულნი.

საქართველოს მოქალაქეების სანქცირების შესახებ ცნობა თავდაპირველად 3 მარტს გავრცელდა, როდესაც ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა „ქართული ოცნების” ათეულობით წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend