კატეგორიები

„გამარჯვება ჩვენშია, ძალა სტუდენტებშია” – დედაენის დღისადმი მიძღვნილი საპროტესტო მსვლელობა თბილისში

„გამარჯვება ჩვენშია, ძალა სტუდენტებშია” – დედაენის დღისადმი მიძღვნილი საპროტესტო მსვლელობა თბილისში

„გამარჯვება ჩვენშია, ძალა სტუდენტებშია” – ამ გზავნილით შეიკრიბნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და პროფესორები. მათ 1978 წლის 14 აპრილის ისტორიული მარშრუტი გაიარეს.

სტუდენტებმა, პროფესორებმა, ბოლო თვეების საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრებმა და პროტესტში ჩართულმა მოქალაქეებმა მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დაასრულეს.

47 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სტუდენტების პროტესტმა საბჭოთა რეჟიმს უკან დაახევინა. მაშინ საზოგადოება ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების წინააღმდეგ, ქუჩებში მასშტაბური პროტესტით გამოვიდა.

სწორედ 14 აპრილს ათიათასობით დემონსტრანტს ქუჩაში აცნობეს, რომ კომუნისტური რეჟიმი გადაწყვეტილებას ცვლიდა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები